#სახლისკენ - იდეის თავისუფლება
#სახლისკენ - იდეის თავისუფლება
  •  შემოქმედებითი თავისუფლების ძიებაში: 28 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. თავის დროზე, მისი წასვლა ემიგრაციაში გაუსაძლისმა პირობებმა განაპირობა, რადგან მწერლებისთვის აკრძალული და ტაბუდადებული იყო ეროვნული პრობლემატიკა და ეს ფაქტი გასაქანს არ აძლევდა მის ტალანტს. მოისმენთ, თუ რა ხდება მწერლის სულში მაშინ,როდესაც ტოტალიტარული რეჟიმი ცდილობს, რომ ყველა ხელოვანი თავის იდეოლოგიას დაუმორჩილოს;
  •  თავისუფლების იდეიდან-ქანდაკებამდე: 1886 წლის 28 ოქტომბერს ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკება გაიხსნა. ცერემონიალში მონაწილება აშშ-ს პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა მიიღო. შეიტყობთ, თუ რა ისტორია აქვს ამ მონუმენტის გახსნას, რა თარიღს უკავშირდება მისი აღმართვა და რატომ არის აღიარებული დღემდე თავისუფლების სიმბოლოდ მსოფლიოში;
  •  თავისუფალი არჩევნები საქართველოს თავისუფლებისთვის: 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს ეწეოდა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე. გაიგებთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ისტორიულ მოვლენას საქართველოსთვის;
  •  ფსიქოლოგების რჩევით: მუსიკა თავისუფალი აზროვნებისთვის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: