#სახლისკენ - ოჯახური პორტრეტი აბრეშუმის გზის ფონზე
20:44, 01.10.2020
ძველი სახლი ზღვის პირას, რომელსაც უკავშირდება საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელება, ინახავს აქ საცხოვრებლად ჩამოსული ერთ-ერთი პირველი ჩინელის, ლაო ჯონ ჯაოს ოჯახის ამბავს, საიდანაც დაიწყო ქართულ-ჩინური ინტერკულტურული ურთიერთობის ნამდვილი, არაფორმალური ისტორია. რა მდგომარეობაშია ამჟამად სახლი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რა გეგმები აქვს სახელწიფოს მასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ხერხდება მიტოვებულ-გაძარცვული შენობის შეკეთება და მისთვის შესაფერისი ფუნქციური დატვირთვის მინიჭება.
ჩინელი, რომელმაც ჩაი ჩამოიტანა – როგორ აღმოჩნდა საქართველოში ახალგაზრდა ჩინელი, რომელმაც პირველი ჩაის პლანტაცია გააშენა და რომლის სახელსაც პარიზში 1900 წელს გამართულ World Expo-ზე ქართული ჩაის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება? როგორ დასახლდა ოჯახთან ერთად ჩაქვში? რა ბედი ეწიათ მის შთამომავლებს და რა აკავშირებს მალი ლიუ ყანდარელს საქართველოში სინოლოგიის განვითარებასთან;
მალი ლიუ ყანდარელის აბრეშუმის გზა – როგორ დაუბრუნდა მხატვარი მოლბერტს? როდის აღმოაჩინა, რომ მისი ჩინურ-ქართული ოჯახის ისტორია შეიძლებოდა არა უბრალოდ განსხვავებული ცივილიზაციისა და კულტურის ადამიანების თანაცხოვრებად დარჩენილიყო, არამედ ორ ერს შორის ინტერკულტურული ურთიერთობის სათავედ ქცეულიყო? როგორ აისახა მისი ქართული და ჩინური ცხოვრების ეპიზოდები კოლექციაში, რომელსაც წლებია აგროვებს? როგორ გაჩნდა ამ ნივთების კატალოგის შექმნის, შემდეგ კი წიგნად გამოცემის იდეა და საიდან იწყება ქართული სენოლოგიის ისტორია?
FM ნავიგატორი – საინტერესო სიახლეებით.
კულტურისა და ხელოვნების სიახლეები თამუნა დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: