ნაომარ ქვეყანაში დაწყებული შემოქმედებითი ცხოვრება; დაგვიანების მიუხედავად სამხატვრო სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტი და შვილიშვილის წარმატებით ამაყი ცნობილი მხატვარი პაპა, რომელიც ამ საქმეში არ ჩარეულა; პედაგოგობისას დამწყებ მხატვრებში აღმოჩენილი ნიჭი, მათში შრომისმოყვარეობის გაღვივება და ცნობილ მხატვრებად ჩამოყალიბებული მოწაფეების წარმატების გამო სიამაყე; ევროპული შთაბეჭდილებები და ძველი თბილისის პეიზაჟები, რომლებიც არა მხოლოდ ქალაქის ძველ იერსახეს, არამედ მის კოლორიტს, თავგადასავალსა და ადამიანური ურთიერთობების ისტორიას ინახავს; მხატვარი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში 88 წელი შეუსრულდა, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს;
სატელეფონო ჩართვა – გივი თოიძე, რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: