#სახლისკენ - MIZ-MASK - ვირუსული ინფექციებისგან დამცავი ელექტრონიღაბი
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის MIZ-MASK – ის ავტორის – დავით მიზანდარის მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისაგან დაცვის ელექტრონიღაბი განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვისაც აქვს სუნთქვის უკმარისობა, ან ესასაჭიროება მეტი ჰაერი ფიზიკური დატვირთვის დროს. ნიღაბს აქვს BOOST AIR-ჩართვის ფუნქცია, რაც ჰაერის ნაკადის მიკროძრავით ავტომატურ მიწოდებას ახორციელებს სუნთქვის რიტმის მიხედვით. რა კვლევებმა დაადასტურა ნიღბის ეფექტურობა და როდის დაიწყება მისი წარმოება? – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას MIZ-MASK – ის დამფუძნებელმა, ასევე -„ბილეთები.ჯის“ თანადამფუძნებელმა, პირველი 3D ქვევრის თანაავტორმა, აშშ-ის სამედიცინო კომპანია Soundhealthinc-ის მთავარმა დეველოპერმა დავით მიზანდარმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: