#სახლისკენ - ძველი და ახალი ემოციების ლაბირინთები
#სახლისკენ - ძველი და ახალი ემოციების ლაბირინთები
  • FM ნავიგატორი – რატომ დატოვა აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო შეთანხმება და რა გავლენას იქონიებს ამ გადაწყვეტილებაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები? როგორ პასუხობს მსოფლიო პანდემიის გამოწვევებს ტურისტული ინდუსტრია და რა შესაძლებლობებს სთავაზობს მოგზაურობას მონატრებულ ადამიანებს ექსპედიცია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩაძირული „ტიტანიკის“ შესწავლასთან ერთად ექსკურსიების მოწყობასაც გეგმავს? რომელი ახალი პერსონაჟი ჩაანაცვლებს ჯეიმს ბონდს ბონდიანას 25-ე ფილმში, No Time To Die მას შემდეგ, რაც აგენტ 007-ის როლის შემსრულებელს დენიელ კრეიგს თაყვანისმცემელი მეხუთედ (ამჯერად უკანასკნელად) იხილავს ლეგენდარული ჯეიმს ბონდის როლში და როდისთვის იგეგმება ფილმის პრემიერა, რომელიც პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო?
  •  ონლაინ გაკვეთილების „ცოცხალი“ სტრესები – სპეციალისტის რეკომენდაციები მშობლებისათვის ბავშვებში სწავლებით გამოწვეული სტრესებისა და პრობლემების პრევენციის, დროული იდენტიფიცირების, ასევე დახმარების აღმოსაჩენად;
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – პარასკევობით გადაცემის სტუმარი თავისი ბავშვობის წიგნებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, მათგან გამოწვეულ ემოციებზე გიამბობთ. გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მასზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოადინა და როგორ იცვლება ბავშვობის წიგნის მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში.
  •  მუსიკალური კალენდარი – მუსიკოსი, რომლის ხმა დღესაც ზუსტად ისე ჟღერს, როგორც 30 წლის წინ. გრძელი გზა ქუჩის მუსიკოსობიდან ვარსკვლავობამდე და გრემის 4 ჯილდომდე. რისთვის დაიმსახურა 5 წლით გაუჩინარებულმა და ახლახან გამოჩენილმა ტრეისი ჩეპმენმა შეფასება, რომლის თანახმადაც ის „სწორედ ისაა, ვინც ახლა გვჭირდება“? ლეგენდარული სიმღერის პირველი, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი, ცოცხალი შესრულების ჩანაწერი – როლინგ სთოუნზის Sympathy for the Devil -ის გამორჩეული ვერსია, რომელიც, შესაძლოა, პირველად მოისმინოთ;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს თორნიკე ბერიშვილი გაგაცნობთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: