მაგარი და კიდევ უფრო მაგარი პირველი ორი წიგნი ბავშვობიდან და მათი პერსონაჟები, რომლებიც სიკეთეს, მოხერხებულობას, სამართლიანობასა და ადამიანურ ურთიერთობებს გვასწავლიან; ზრდასრულის თვალით დანახული ჯანი როდარის საბავშვო ზღაპარი, რომლის კითხვასაც მუდმივი განცვიფრების გრძნობა ახლდა თან და წიგნში მოთხრობილი ზღაპრული ამბები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ძალიან ჰგავდა სასტიკ სინამდვილეს, ზღაპრის პერსონაჟებს კი, თუ კარგად დავუკვირდებით, ჩვენს გარშემო არსებულ რეალობაშიც აღმოვაჩენთ; წიგნები, რომლებსაც თანამედროვე ბავშვები აღარ კითხულობენ და ახალი წიგნები, რომლებიც ძველი წიგნების მსგავსად მკითხველს უკეთეს ადამიანად გახდომაში ეხმარება.
სტუმარი – გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: