პიკის საათი - 28.11.2022
პიკის საათი - 28.11.2022

1) შეფუთვის მარკეტინგი

– ბრენდის შეფუთვის გავლენა მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე და მისი როლი გაყიდვებში.

– როგორ იმოქმედებს თამბაქოს ერთფეროვანი შეფუთვა მომხმარებელზე?

რესპონდენტი: ანდრო მეტრეველი – კომპანია ADBRAND-ის მთავარი კონსულტანტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) გახდი გამომცემლობის ელჩი

თუ წიგნების კითხვასთან ერთად მათ შესახებ საუბარი და რჩევების გაზიარება გიყვართ გამომცემლობა „არტანუჯი“ მზადაა თქვენთან თანამშრომლობისთვის.

წიგნის ფესტივალებსა და პრეზენტაციებზე შეძლებთ მკითხველების მრჩეველი-მეგობარი გახდეთ – წარუდგინოთ მათ გამომცემლობის წიგნები და სასურველის შერჩევაშიც დაეხმაროთ.

რესპონდენტი: თამარ კაკუბავა – გამომცემლობა „არტანუჯი ბავშვებისთვის“ მიმართულების ხელმძღვანელი.

ავტორი: ელენე ტუშუტი

 

3) „ცხრის ნახევარზე“ „პიკის საათში“ ცხრის ნახევარზე

„ცხოვრობს მხოლოდ ადამიანი, დანარჩენი ყველაფერი ცოცხლობს. ამ წიგნშიც ყველაფერი ორ სიტყვამდე დაიყვანება – ჩვენი ცხოვრება“, – გია მურღულია.

გია მურღულიას წიგნი სახელწოდებით „ცხრის ნახევარზე“ საუბრობს ყველაფერზე, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია – სიყვარულზე, ლიტერატურაზე, საქართველოზე, ხელოვნებაზე, შემოქმედებაზე…

სტუმარი: გია მურღულია – ფილოლოგიის დოქტორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) მსოფლიო ჩემპიონატის გეოგრაფია და სტადიონის საზღვრები

„ინფორმაციული შიმშილი გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აქვს. იმ 90 წუთის მიღმა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება“, – ნიკა ლობილაძე.

ყველაზე საყურადღებო და საინტერესო ამბები კატარიდან.

სტუმარი: ნიკა ლობილაძე – პირველი არხის წამყვანი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ქართველი პიანისტის წარმატება შვეიცარიაში

მუდმივად სიახლეების ძიებამ, სწრაფვამ წარმატებისკენ, შრომისმოყვარეობამ და მუსიკის მიმართ განსაკუთრებულმა სიყვარულმა დამსახურებული აღიარება მოუტანა. უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში.

ინტერვიუს დროს მუსიკოსი და პიანისტი თამარ ბერაია განვლილ მუსიკალურ გზას იხსენებს და გვიყვება იმ ბედნიერ წლებზე, როცა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედში“ სწავლობდა.

პიანისტი მუდმივად მართავს კონცერტებს ევროპის ცნობილ დარბაზებში – შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ავსტრიაში. ეს ის ქვეყნებია, სადაც მისი კონცერტები რამდენიმე წლით ადრეა დაგეგმილი.

რესპონდენტი: თამარ ბერაია – პიანისტი; მუსიკოსი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: