პიკის საათი - 31.05.2023
პიკის საათი - 31.05.2023

1) 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს 1950 წლიდან აღინიშნება. ზაფხულის პირველ დღეს ღონისძიებები, მსოფლიოს მასშტაბით, და მათ შორის საქართველოშიც ტარდება. გარდა ამისა, ჯადოსნური ამბები თბილისის ზოოპარკსა და ვასო გოძიაშვილის პარკში, მეწარმე ბავშვები ქარვასლაში, გართობა და მხიარულება მთაწმინდის პარკში.

რესპონდენტები: მზია შარაშიძე – თბილისის ზოოპარკის საზოგადეობასთან ურთიერთობის მენეჯერი,

მარიამ მახარაძე – „ქარვასლას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი,

ეთო გიგიაძე – მთაწმინდის პარკის ღონისძიებების მენეჯერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ფორუმ თეატრების ციკლი

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლა“ წარმოგიდგენთ ფორუმ თეატრების ციკლს. სპექტაკლი წარმოდგენილია ფორუმ თეატრის სახით და აქვს ინტერაქციული ფორმა. ის მიზნად ისახავს პრობლემის თვალნათლივ წარმოჩენას მაყურებლისთვის და მათთან ერთად გადაჭრის გზების ძიებას.

სტუმარი: ნათია სოკურაშვილი – ფორუმ თეატრის მსახიობი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) თბილისის სახელოვნებო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფესტივალი 2023

1-3 ივნისს თბილისის სახელოვნებო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფესტივალი 2023 გიმასპინძლებთ. წელს ფესტივალში 15-მდე გამომცემლობა მონაწილეობს, რომლებიც საბავშვო და საყმაწვილო წიგნებს სპეციალური ფასდაკლებით წარადგენენ.

სტუმარი: ლელა ცუცქირიძე – ფესტივალის კურატორი; საბავშვო მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „სიტყვები ცაზე“

გია მურღულია: „ზოგს მეტი სათქმელი აქვს, ზოგს ნაკლები. სათქმელი რომ არ ჰქონდეს ისეთი ადამიანი არ არსებობს. მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ცოცხლდება ეს სათქმელი, ვისთვის ცოცხლდება, სად ცოცხლდება და რა მნიშვნელობას იძენს“.

3 ივნისს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გია მურღულია ახალ წიგნს „სიტყვები ცაზე“ წარადგენს.

სტუმარი: გია მურღულია – ფილოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) მუსიკა – უცნობი კულტურის შესწავლის გზა

– სიმღერა ქურთ მებრძოლ ქალებზე;

– პირველი ქურთული როკ-ბენდი თბილისიდან და შემსრულებელი, რომელიც მუსიკით გვიამბობს საკუთარი ხალხის განვლილ მტკივნეულ გზაზე

– „ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე“ – ის რამაც ჟურნალისტ მარიამ მუთიძის ყურადღება მიიპყრო.

რესპონდენტი: მარიამ მუთიძე.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: