#სახლისკენ - მიხეილ გედევანიშვილი - ექიმი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი
ევროპული ყაიდის ექიმის და საზოგადო მოღვაწის – მიხეილ გედევანიშვილის წვლილი განუზომელია ქართული მედიცინის (და არა მხოლოდ) განვითარებაში. ის იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი, მისი დაარსებულია ქართველ ექიმთა კოლექტივის პირველი სამკურნალო დაწესებულება, ხელმძღვანელობდა ფსიქიატრიულ კლინიკას, რომელიც ევროპულ დონეზე მოაწყო და მკურნალობის ევროპული მეთოდები დანერგა; მისი ავტორობით გამოიცა ნაშრომები ფსიქოლოგიის, კერძოდ ბავშვთა ფსიქოლოგიის საკითხებზე და სხვა. მიხეილ გედევანიშვილმა – ილია ჭავჭავაძის მეგობარმა და თანამოაზრემ, საკუთარი სახსრებით პირველმა გამოსცა ილიას თხზულებები. ასევე მან ჩამოიტანა თბილისში რენტგენის პირველი აპარატი – გამოგონებიდან ერთი წლის შემდეგ. ეს უნიკალური დანადგარი, რომელიც რუსეთის იმპერიაში მხოლოდ საქართველოში ჰქონდათ, დღეს მიხეილ გედევანიშვილის შთამომავლებთან ინახება.
სატელეფონო ჩართვა: მანანა გედევანიშვილი – მიხეილ გედევანიშვილის შვილიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: