მომავალი თაობის სულიერების განვითარების ხელშეწყობისა და კლასიკური მუსიკის პროპაგანდის მიზნით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის იმართება. თემის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ – კონსერვატორიის კონცერტების კოორდინატორი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი თათა ცერცვაძე ესაუბრა.