#სახლისკენ - „მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად“ - ნიკო სულხანიშვილის დაკარგული მემკვიდრეობა
#სახლისკენ - „მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად“ - ნიკო სულხანიშვილის დაკარგული მემკვიდრეობა

ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებლის – ნიკო სულხანიშვილის დღემდე შემორჩენილი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნაწყვეტი ოპერიდან „პატარა კახი”, რომელიც 1892 წელსაა დაწერილი. საზოგადოება იცნობს ორ შედევრს ამ ოპერიდან: „დაიგვიანეს“ (მწყემსის არია) და – „ძლივს მარტო დავრჩი“ (პატარა კახის არია). რა ფენომენი იყო ნიკო სულხანიშვილი და რა ვერსიები და ფაქტები არსებობს მისი დაკარგული მემკვიდრეობის შესახებ? – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მუსიკოლოგმა გვანცა ღვინჯილიამ ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: