#სახლისკენ - ლიტერატურული დესანტი მექსიკაში, ანუ საქართველო გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე
- მწერალთა სახლის ორგანიზებითა და მექსიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით ქართველი მწერლები და გამომცემლები წელს პირველად მონაწილეობენ გვადალახარის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, სადაც წარმოადგენენ ქართულ სტენდს; ორგანიზებაში ჩართულია იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ თბილისის საორგანიზაციო გუნდი; მონაწილეების ემოციებზე, შთაბეჭდილებებსა და საქმიან შეხვედრებზე სატელეფონო ჩართვაში საუბრობენ სტუმრები – მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) აღმასრულებელი ბორდის წევრი გვანცა ჯობავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: