ქართველ პოეტს, ლია სტურუას დღეს 80 წელი შეუსრულდა. მისი ლექსების კითხვა ნიშნავს, რომ ისწავლო პოეზიის ენა, გაიწაფო პოეტურ აზროვნებაში და განსხვავებულად აღიქვა სამყარო. პოეტის ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. ის არის ადამიანი, რომელმაც თავის თაობასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა გაკვალა ქართულ პოეზიაში.
სატელეფონო ჩართვა: ლია სტურუა – პოეტი.