ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წელს მეთორმეტედ ტარდება და განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც პროზაულ ნაწარმოებებს ქმნიან, სურთ მიიღონ ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნონ სფეროს წარმომადგენლები და გააცნონ საკუთარი ნაშრომები საქართველოს. რამდენ ეტაპად ტარდება წელს კონკურსი და როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები? – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას კონკურსის იდეის ავტორმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა – მაკა სეხნიაშვილმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: