#სახლისკენ - ხელთამეტყველება, ჩაფხუტი, ზურგჩანთა და წყვილი ბორბალი
- აღმოჩნდა ბილ გეიტსი მხოლოდ მესამეზე? როგორ ებრძვის Twitter-ი გლობალურ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებას? რომელი არტისტები გახდნენ ლოს ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში გამართული 2020 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოვების ტრიუმფატორები? რა გავლენა მოახდინა Netflix-ის პოპულარულმა სერიალმა Queen’s Gambit-მა მსოფლიოს მასშტაბით ჭადრაკით დაინტერესებაზე და როგორ აისახა ეს სოციალურ ქსელებში? როგორ მიმდინარეობს ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის გამოცდა, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მუშაობენ?
- ხელთამეტყველება, ანუ ჟესტი, როგორც არავერბალური კომუნიკაციის საშუალება. ჟესტური ენის რა ვარიანტები არსებობს მსოფლიოში და როგორ ვესაუბროთ სმენადაქვეითებულ ადამიანებს? პირველი არხი ტელესკოლა ქართული ჟესტური ენის გაკვეთილებს იწყებს.
- რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, სანამ საზღვარგარეთ წახვალ. სამშაბათობით გიამბობთ ადგილებზე, რომლებიც პოპულარული ტურისტული ობიექტების ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ მსუბუქი გასეირნებისა და კომფორტის მოყვარულ ტურისტებზე მეტად თავგადასავლების, ადრენალინისა და არატრადიციული სატრანსპორტო საშუალებების მოყვარულ მოგზაურებს იზიდავს. სად შეგვიძლია მოვაწყოთ მეგობრებთან ერთად ველოტურები და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ძიებაში ველოსიპედზე „ავმხედრდებით“?
- მუსიკალური კალენდარი – ერთ დროს წარუმატებელ ექსპერიმენტად შეფასებიდან მოგვიანებით გარდამტეხ მუსიკალურ მოვლენად აღიარებამდე, ანუ სასტიკი კრიტიკის ქარ-ცეცხლგამოვლილი მუსიკოსები, რომლებიც წლების შემდეგ დიდების კვარცხლბეკზე აღმოჩნდნენ და მუსიკალური კრიტიკოსების ყველაზე უხეში შეცდომები მუსიკის ისტორიაში;
- აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაგაცნობთ თორნიკე ბერიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: