რატომ დაარქვეს „სიმბას მთა“ ცოტა უცნაური ფორმისა და სახელწოდების მთას, ღორინამკალს, საიდანაც ქალაქი ხაშური სულ სხვაგვარად მოჩანს და კარგ ამინდში არა მარტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უმაღლესი წერილის, არამედ კავკასიონის ქედის ნაწილის დანახვაც კია შესაძლებელი; სოფლები თაგვეთი და დამჩხრეულა, მიტოვებული ვაშლის ბაღები ქართას მთისკაენ მიმავალ გზაზე, ტბა კოდისწყალი თევზაობისა და წყლის პირას ფიქრის მოყვარულებისათვის, მეტყევეების დაკარგული ბილიკები; საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“ და ლაშქრობის ანაბანა შთამბეჭდავი თავგადასავლებისა და ადრენალინის მოყვარული მოგზაურებისათვის, რომლებსაც ძნელად მისადგომი, რთულად მისაგნები ადგილები უფრო იზიდავთ, ვიდრე კომფორტული, პოპულარული ტურისტული ობიექტები.
სტუმარი: თეო მამაცაშვილი – იურისტი, გამოცდილი მოგზაური.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: