#სახლისკენ - „გაქართველებული“ შექსპირი, „გაევროპელებული“ ქართული თეატრი, ანუ როგორც გენებოთ
#სახლისკენ - „გაქართველებული“ შექსპირი, „გაევროპელებული“ ქართული თეატრი, ანუ როგორც გენებოთ

დიდი ინგლისელი, რომელსაც საქართველო მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან იცნობს; ლავრენტი არდაზიანის, გიორგი ერისთავის და დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ნაწყვეტები შექსპირის პიესებიდან და ყველაზე ცნობილი შეყვარებული წყვილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ქართველი სცენისმოყვარეთა დასის შესრულებით; ახალგაზრდა ილიას მიერ განსახიერებული მოხუცი ლირი, პეტერბურგში სწავლისას გაცნობილი ივანე მაჩაბელი და „მეფე ლირის“ პირველი ქართული თარგმანი ორიგინალიდან; შექსპირის პიესის დასადგმელად საგანგებოდ შემოღებული ე.წ. 100 რეპეტიციის წესი და პირველი ქასთინგი ქართული პროფესიული თეატრის ისტორიაში; გათხოვილ მსახიობ ქალზე შეყვარებული მთარგმნელი და მტკვარზე სეირნობისას წაკითხული ნაწყვეტები სპეციალურად მისთვის თარგმნილი პიესებიდან; კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის მიერ „მეფე ლირის“ დადგმის წარუმატებელი მცდელობა და უშანგი ჩხეიძის შესრულებული მასხარის მიერ დაჩრდილული „მეფე ლირი“; მსახიობი, რომლის ცუდი თამაშის გამოც სამ რეჟისორს მოუხდა საპრემიეროდ გამზადებულ „მეფე ლირზე“ უარის თქმა, მის მიერ განსახიერებულმა ოტელომ კი ჩარლი ჩაპლინი და ლოურენს ოლივიე აღაფრთოვანა.

სატელეფონო ჩართვა – ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: