პიკის საათი - 12.01.2024
პიკის საათი - 12.01.2024

1) გზავნილი მომავალს 

ლიზა ჩაჩანიძის სიუჟეტი.

 

2) გურამ საღარაძე – 95

რესპონდენტი: მარინა საღარაძე – მსახიობი; გურამ საღარაძის ქალიშვილი

 

3) კალანდობა ოზურგეთში

ჩიჩილაკების გამოთლის ტრადიცია, შობის ღვეზელი, საკალანდო ღორი, ცხელმლისჭრის რიტუალი – ტრადიციები, რომლებიც გურიაში დღემდე ცოცხლობს.

რესპონდენტი: ლალი სიჭინავა – ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი.

 

4) როგორ ავითარებს ბავშვის წარმოსახვის უნარს ზღაპარი? 

სტუმარი: თინათინ ცერცვაძე – ფსიქოლოგი.

 

5) ფარდის მიღმა

„ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ – კვლევა, რომელიც ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა. ის მოიცავს 41 სახელმწიფოს, მუნიციპალური და კერძო თეატრების ბოლო ორი წლის მონაცემებს.

სტუმრები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამთა ქაჯაია – თეატრმცოდნეები.

რესპონდენტები: ელენე მაცხონაშვილი – რეჟისორი;

აბელ სოსელია – ქუტაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი;

მარიკა ბუკია – ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თატრის მსახიობი.

 

6) სანდრო გეგეჭკორის კონცერტი

 

7) „ამბავი დუმბაძეებისა“ – ლევან თუთბერიძის ფილმის პრემიერა

რეჟისორ ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი, ბუბა ხოტივარის კინომოთხრობის მიხედვით, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის ისტორიას ჰყვება.

რესპონდენტი: ლევან თუთბერიძე – რეჟისორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: