#სახლისკენ - „ძლიერთა თამაშები“
#სახლისკენ - „ძლიერთა თამაშები“

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე შეჯიბრზე „ინვიქტუს გეიმს“ მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა. ფინალში ჩვენმა სპორტსმენებმა დიდი ბრიტანეთის გუნდი ორ სეტში – 21:14, 21:12 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ამ დისციპლინაში ქართველები მსოფლიოში უძლიერესები არიან და უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც მსოფლიოს ჩემპიონები ხდებიან. წელს, ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ქართველმა ფრენბურთელებმა ასევე ესტონეთის, რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს. Invictus Games საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული ვეტერანები მონაწილეობენ. საგულისხმოა, რომ მჯდომარე ფრენბურთში ქართული გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა „ძლიერთა თამაშების“ გამარჯვებული.

სტუმარი: ბესო ღუდუშაური – საქართველოს ნაკრების კაპიტანი.