#სახლისკენ - ახალი პროექტი საავტორო უფლებების დასაცავად
#სახლისკენ - ახალი პროექტი საავტორო უფლებების დასაცავად

„იუთუბზე“ შეიქმნა ქართველ მუსიკოსთა ოფიციალური გვერდი, რომელიც უზრუნველყოფს საავტორო უფლებების დაცვას. ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია, ითანამშრომლოს პროექტის დამფუძნებლებთან, რომლებიც სრულ გარანტიას აძლევენ ავტორებს, რომ მათ ნამუშვრებს პირატულად ვერავინ შეეხება. გადაცემის „სახლისკენ“ სტუმარმა, საავტორო სამართლის ექსპერტმა, ზურაბ ბეჟაშვილმა ქართველ მუსიკოსებს მოუწოდა თანამშრომლობისკენ. პირველი ოფიციალური გვერდი უკვე არსებობს, ის მაესტრო ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის.