როგორ ისწავლა უფროსი ძმის მიბაძვით კითხვა, რა გავლენა მოახდინა ძმის ლიტერატურულმა გემოვნებამ და რატომ „ჩაერივნენ“ უფროსები ოჯახის უმცროსი წევრის არჩევანში? რატომ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უფროსების დახმარება წიგნის არჩევაში? რომელი წიგნები შეუყვარდა ზრდასრულობაში იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში მაინცდამაინც არ მოსწონდა და რომელი ავტორის ნაწარმოებები არ უყვარს დღემდე? რატომ კითხულობენ ახლანდელი მოზარდები ნაკლები ინტერესით იმ წიგნებს, რომლებსაც უფროსი თაობის ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა, ან საერთოდაც უარს ამბობენ მათ წაკითხვაზე და სწორია, თუ არა, როცა უფროსები ამის გამო სერიოზულად არიან შეშფოთებულები? როგორ შეიქმნა საავტორო პროგრამა, რომელიც ბავშვებსა და უფროსებში კითხვისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად? გადაცემის სტუმარი, აღმოსავლეთმცოდნე, ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი ეკატერინე გეგეშიძე გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც მასზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა და როგორ იცვლება ბავშვობის წიგნის მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: