როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მამასთან ერთად ვაკის პარკში სეირნობისას საყვარელი წიგნის ავტორის დიდი სარეკლამო ფოტოს დანახვამ? როგორ იქცა საბავშვო ლიტერატურის სიყვარული პროფესიულ საქმიანობად? რას განიცდის ბავშვი, თუ საყვარელი ნაწარმოებებისა და პერსონაჟების ავტორების გარემოცვაში იზრდება, მათთან პირისპირ ურთიერთობის შესაძლებლობა აქვს? რა როლს ასრულებენ ბავშვის გარშემო მყოფი ადამიანები წიგნისადმი ინტერესისა და კითხვის სიყვარულის გაღვივებაში? რითია ძვირფასი ბავშვობისას წაკითხული წიგნის მიერ გამოწვეული ემოციები და შთაბეჭდილებები? რა გავლენას ახდენს უფროსი დის ან ძმის ლიტერატურული გემოვნება უმცროსის არჩევანზე და შეიძლება თუ არა ასაკთან შეუფერებელი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბოლომდე კარგად არც გესმოდეს, მაინც შეგიყვარდეს? როგორ აღიქვამენ ბავშვები იმ სისასტიკეს, რომელიც არც თუ იშვიათად გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ზღაპრებში? რატომ ანიჭებენ ბავშვები და მოზარდები უპირატესობას ახალ გამოცემებს ძველ, გაცვეთილ წიგნებთან შედარებით? როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები აქვს ქართულ საბავშვო ლიტერატურას? – გადაცემის სტუმარი თეონა ბექიშვილი, ფილოლოგი, თსუ-ს ლექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: