#სახლისკენ - საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი
#სახლისკენ - საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი

წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ბავშვებისათვის, მათი მშობლებისა და უბრალოდ წიგნის მოყვარული სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის – საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი საბავშვო, ასევე საყმაწვილო ლიტერატურის მრავალფეროვან და საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს და საბავშვო წიგნების მოყვარულებს საგანგებო საფესტივალო პროგრამას შესთავაზებს; საკუთარი საფესტივალო გეგმების შესახებ საუბრობენ სტუმრები: „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილე, ნინო კიკნაძე, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მარკეტინგისა და PR სამსახურის უფროსი, მარიამ გიორგაძე, გამომცემლობა „ინტელექტის“მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია; თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება, 11-12 დეკემბერს გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: