#სახლსიკენ - დავით კლდიაშვილი - 160 I 11.11.2022
#სახლსიკენ - დავით კლდიაშვილი - 160 I 11.11.2022

1) დავით კლდიაშვილი – პიროვნება, შემოქმედი

სტუმარი: რუსუდან აბრამიძე – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი.

 

2) ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელებისთვის

მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს და IX-XII კლასის მოსწავლეებს ასარჩევად ორ თემას სთავაზობს:

„რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები“ ან „ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან“.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადა 18 ნოემბერია.

სატელეფონო ჩართვა: ნინო ბექიშვილი – მწერალთა სახლის ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი

 

3) დავით კლდიაშვილი კინოსა და თეატრში

სტუმარი: ნანა დოლიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

4) თამარ დადიანიძის რუბრიკა – „არტნიუსი“

  • დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში;
  • ურბანული არტის ფესტივალი „ფაბრიკაფიტი 2022“;
  • პოეტის, მთარგმნელისა და დრამატურგის თამაზ ბაძაღუას პოეზიის საღამო მწერალთა სახლში;
  • პოეტ მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „სულ მცირე ჟამი – საუკუნე გაგიტოლდება“.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: