„ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია“ საქართველოში მშვიდობის დარგში დაწესებული პირველი ჯილდოა, ამიერიდან ის ყოველწლიურად ზუგდიდში დაიდებს ბინას და მშვიდობის აქტივისტს გადაეცემა. პრემიის პირველი გამარჯვებული (7 ნომინანტს შორის) ორგანიზაცია „საუნჯის“ მიერ წარდგენილი ნინო კალანდარიშვილი გახდა. იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ამ პრემიის დაწესების იდეა და როგორი შეგრძნებაა მშვიდობის პრემიის ლაურეატობა, იდეის ავტორი სალომე ადამია და პრემიის მფლობელი – ნინო კალანდარიშვილი საუბრობენ.