#სახლისკენ - 7 მაისს, მწერალთა სახლში ნათია ფანჯიკიძის წიგნის -„შიშო, გამოდი გარეთ“ პრეზენტაცია მოეწყობა
#სახლისკენ - 7 მაისს, მწერალთა სახლში ნათია ფანჯიკიძის წიგნის -„შიშო, გამოდი გარეთ“ პრეზენტაცია მოეწყობა

„ჩემი წერილების ეს კრებული 2014-2018 წლებში უმთავრესად ჟურნალ ლიბერალისთვის იწერებოდა – სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არა აქვთ ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენში.“ – ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ტელეფონით ისაუბრა ამ წიგნის მიზნების შესახებ.

  

დატოვე კომენტარი