#სახლისკენ -  აპრილი მსოფლიომ სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების თვედ გამოაცხადა
#სახლისკენ - აპრილი მსოფლიომ სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების თვედ გამოაცხადა

სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების თვეს საქართველოც შეუერთდა. 4 აპრილს „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“ კამპანია სტარტს აიღებს. პროექტი ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის (ESC) სამუშაო ჯგუფის და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივაა, რომელიც ლოკალურად საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პარტნიორობით ხორციელდება. გადაცემაში „სახლისკენ“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მის მიმართ ცნობიერების ამაღლების შესახებ ისაუბრეს ფარმაცევტული კომპანიის „სერვიე“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მაია ხეცურიანმა და საქართველოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კლიმიაშვილმა.