#სახლისკენ - მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მყოფმა შვეიცარულმა სკოლამ ოპერირება საქართველოში დაიწყო
#სახლისკენ - მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მყოფმა შვეიცარულმა სკოლამ ოპერირება საქართველოში დაიწყო

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მყოფმა შვეიცარულმა სკოლამ Les Roches ოპერირება საქართველოში დაიწყო. Les Roches-ს პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი მანანა უგულავა აცხადებს, რომ Les Roches არსებობის 65 წლის მანძილზე ქვეყნის გარეთ პროგრამის განხორციელებაზე პირველად დათანხმდა და ამ მიზნით საქართველო აირჩია. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო. გადაცემაში „სახლისკენ“ ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მოვლენაზე თავად მანანა უგულავამ ისაუბრა.