პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, 13 მაისს, 15:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამოფენა გაიმართება. გამოფენის პარალელურად, ისტორიკოსები – ირაკლი ხვადაგიანი და დავით ლოსაბერიძე მცირე ლექციებს ჩაატარებენ, რის შემდეგაც გამოფენის მონაწილეები დოკუმენტურ ფილმს – „ინიციატივა არ ისჯება“ ნახავენ.
სტუმარი : ისტორიკოსი დავით ლოსაბერიძე.