#სახლისკენ - 7 მაისს  საქართველოში პოეზიის დღე აღინიშნება
#სახლისკენ - 7 მაისს საქართველოში პოეზიის დღე აღინიშნება

7 მაისის პოეზიის დღედ გამოცხადების იდეა „ცისფერყანწელებს“ უკავშირდება. ისინი ამ დღეს 1920 წლიდან ორდენის დაშლამდე (რეპრესიებამდე) აღნიშნავდნენ. 1923 წელს, დიმიტრი არაყიშვილის მიერ სპეციალურად ორდენისთვის დაიწერა ჰიმნი, რომელიც პირველად კოტე ფოცხვერაშვილის ლოტბარობით შესრულდა.. 2009 წლიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეზიის ამ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია აღდგა.ამ თემებზე გადაცემას „სახლისკენ„ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების თანამშრომელი ნინო გედენიძე.