#სახლისკენ - „მოგზაურობა აფრიკაში“  მსმენელთა სიმპათიის პრიზით დაჯილდოვდა
#სახლისკენ - „მოგზაურობა აფრიკაში“ მსმენელთა სიმპათიის პრიზით დაჯილდოვდა

დიდი ბრიტანეთის რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული რადიოდადგმა „მოგზაურობა აფრიკაში“ მსმენელთა სიმპათიის პრიზით დაჯილდოვდა. რადიოპიესა ნუგზარ შატაიძის მოთხრობის მიხედვით არის შექმნილი. ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ზურაბ კანდელაკი, ხოლო ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩიაა. დიდი ბრიტანეთის რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა, თუმცა საქართველომ მონაწილეობა პირველად მიიღო.. გადაცემას „სახლისკენ“ ეწვია ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ზურაბ კანდელაკი.