#სახლისკენ - 1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღეა
#სახლისკენ - 1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღეა

1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და ის სათავეს 1880-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით გაფიცვები ჩიკაგოში დაიწყო, მე-20 საუკუნეში 1-მა მაისმა საბჭოთა კავშირში კი ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა. ამ დღეს კომუნისტურ ქვეყნებში მთავრობის მხარდასაჭერად აღლუმები იმართებოდა. მოგვიანებით ეს დღე უქმე დღედ გამოცხადდა და მას შემდეგ თითქმის მთელ მსოფლიოში 1 მაისს მშრომელები ქუჩაში საკუთარი შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიან. ამავე მოთხოვნებით მთავრობის კანცელარიასთან მშრომელები დღესაც შეიკრიბნენ. აქციაზე, წლევანდელი 1-ლი მაისის მოთხოვნებსა და ზოგადად, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ჩვენს ეთერში იურისტმა, პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, თამარ სურმავამ ისაუბრა.