კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი ოთარ თაქთაქიშვილი 1924 წლის 27 ივლისს დაიბადა.
მუსიკალური საზოგადოების ყურადღება მან ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიპყრო – მაშინ, როდესაც სოციალისტური საქართველოს ჰიმნის შექმნისთვის ჩატარებულ დახურულ კონკურსში გაიმარჯვა.
რით გამოირჩევა კომპოზიტორის შემოქმედებითი გზა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ეროვნული კულტურის ესთეტიკური პრინციპების დაცვას და რა წვლილი მიუძღვის იმ პერიოდის ქართული აკადემიური მუსიკის გადარჩენა-შენარჩუნებაში?
რამდენად დიდია დღეს საზოგადოების ინტერესი აკადემიური მუსიკის, ზოგადად ხელოვნების მიმართ და რა როლს ასრულებს მის პოპულარიზაციაში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი?
სატელეფონო ჩართვა ბათუმიდან: შიო აბრახამია – დირიჟორი, მუსიკისმცოდნე, ბათუმის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ღონისძიებების რეჟისორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: