პიკის საათი - 10.04.2024
პიკის საათი - 10.04.2024

1) თბილისის საგუნდო მუსიკის რიგით მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

სტუმრები: შიო აბრახამია – მუსიკოსი, დირიჟორი; შორენა აბდუშელიშვილი – კონცერტმეისტერი;

თბილისის ბავშვთა კამერული გუნდი.

 

2) „ფარდის მიღმა“ – ბესო მეგრელიშვილი – 60

„დამაკლდა მისი მართალი სიტყვა სცენიდან, ძალიან გულწრფელი და ნამდვილი“

„ბესო იყო ადამიანი დღესასწაული, ადამიანი ზეიმი და ძალიან კაცთმოყვარე“

„მომთხოვნი იყო თავისი თავის მიმართ, ოჯახშიც და თეატრშიც. მისთვის ყველა სპექტაკლი პირველივით იყო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა ყველა როლს“

სტუმრები: ეკა თვაური – ბესო მეგრელიშვილის მეუღლე, მსახიობი; მაკა ბარდაველიძე – მსახიობი.

რესპონდენტები: დიმიტრი ხვთისიაშვილი – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ქეთი ქიტიაშვილი – მსახიობი.

 

3) „ილაპარაკე საქართველოსთვის“

ჩაერთე დედაენის კვირეულში – დედაენის დღემდე ერთად ვასწავლოთ AI-ს ქართული.

14 აპრილამდე ყოველდღე გამოყავი 10-15 წუთი და გაახმოვანე მარტივი ქართული წინადადებები შენს ტელეფონშივე, რათა AI-ს ქართული ასწავლო: https://commonvoice.mozilla.org/ka/speak

სტუმარი: გიგი გიორგაძე – საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თანადამფუძნებელი.

 

4) შავი ხვრელი ფოტოობიექტივში

ზუსტად ხუთი წლის წინ მეცნიერებმა სუპერმასიური შავი ხვრელისა და მისი ჩრდილის პირველი რეალური ფოტო გამოაქვეყნეს.

რა შეიცვალა მას შემდეგ და როგორია შავ ხვრელთან დაკავშირებული უახლესი კვლევები?

რესპონდენტი: სერგი კაპანაძე – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი; ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: