პიკის საათი - 26.01.2024
პიკის საათი - 26.01.2024

1) ქართველი მოცეკვავე ლოს-ანჯელესის ოპერის სცენაზე

 

2) კვირის მუსიკალური სიახლეები

 

3) რატომ ხდება სულ უფრო მიუწვდომელი საცხოვრისი?

რა გავლენას ახდენს თანამედროვე ეკონომიკური და ფინანსური მოდელი ურბანულ გარემოზე?

რას გვიყვება ცნობილი შვედი დოკუმენტალისტის ფრედრიკ გერტენის ფილმი The Push და ფილმში მონაწილე მეცნიერები?

სტუმარი: გიორგი ჭანტურია – ეკონომისტი.

 

4) ანა ფალავანდიშვილის მუსიკა  

ოთარ თაქთაქიშვილის პოემა;

ჩარლი ჩაპლინის Smile.

სტუმარი: ანა ფალავანდიშვილი – პიანისტი.

 

5) თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

„მაგდანას ლურჯა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, დასავლური პრესის რეაქცია იყო, საბჭოთა კავშირში დიდი ცვლილებები მოხდაო!“

„ნატვრის ხე“ პოეზიაა ეკრანზე! კინოში მზიური ენის მიგნებაა!“

„ვედრებაში“ იდეალის ჩამოხრჩობის სცენა რომ დაამონტაჟეს, ბატონმა თენგიზმა მძღოლს აჩვენა. შემდეგ მცირე ცვლილება შეიტანა, გადაამონტაჟა და ისევ აჩვენა. პირველად რომ ვნახე, მაშინ ჟრუანტელმა დამიარა და ახლა არაო, – უპასუხა მძღოლმა. თენგიზ აბულაძემ ეს ეპიზოდი ისევ პირვანდელი სახით დააბრუნა. რისკიანი რეჟისორი იყო!“

სტუმარი: ნანა ჯანელიძე – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: