21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა; როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე მიმართ? რა როლს ასრულებს გაეროს მიერ 21 მარტის ოფიციალურ დღედ გამოცხადება და როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ამ სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ წლიდან წლამდე? რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ახლობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის და რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის ურთიერთმხარდაჭერა? როგორია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში და როგორ შუქდება მედიაში დაუნის სინდრომთან დაკავშირებული საკითხები? როგორ არის ასახული დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები ქართულ კანონმდებლობაში და განსხვავდება თუ არა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ? რას ემსახურება საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის „ცხელი ხაზი“ და საჭიროა თუ არა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული უნარებისა და მიდგომების გამოყენება?
სატელეფონო ჩართვა – ლია ტაბატაძე – „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ხელმძღვანელი, „სოციალური მეწარმეობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: