#სახლისკენ - 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:
• თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
• ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
• მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
• ქეთინო მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ „პრომეთეს“, გეოგრაფიის მასწავლებელი;
• გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
გადაცემას „სახლისკენ“ ეწვივნენ გიორგი ჭანტურია – განათლების კოალიციის დირექტორი; თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი; ქეთევან მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ „პრომეთეს“, გეოგრაფიის მასწავლებელი.