#სახლისკენ - 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
#სახლისკენ - 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ქეთინო მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ „პრომეთეს“, გეოგრაფიის მასწავლებელი;

გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

გადაცემას „სახლისკენ“ ეწვივნენ გიორგი ჭანტურია – განათლების კოალიციის დირექტორი;  თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;  ქეთევან მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ „პრომეთეს“, გეოგრაფიის მასწავლებელი.