#სახლისკენ - 20 იანვარს დაიბადა ალექსანდრე ყაზბეგი
#სახლისკენ - 20 იანვარს დაიბადა ალექსანდრე ყაზბეგი

ქართველი მოპასანი, ხევის ბეთხოვენი – ასე უწოდებდნენ მწერლები და ლიტერატორები ალექსანდრე ყაზბეგს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ მრავალი გამოკვლევა არსებობს, ითვლება,რომ ყაზბეგი ბოლომდე შესწავლილი არ არის – საქართველოს სხვადასხვა არქივში ინახება მწერლის ბევრი გამოუქვეყნებელი თხზულება, კერძოდ, ორ ათეულამდე დაუმთავრებელი მოთხრობა, ამდენივე დასრულებული და დაუსრულებელი პიესა, ლექსები, პირადი წერილები, პიესების გეგმები თუ უბის წიგნაკები .კრებულში -„ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი“,რომელიც ელისაბედ ზარდიაშვილმა და ნანა ლატარიამ შეადგინეს,შესულია მწერლის როგორც უცნობი, ასევე-მივიწყებული თხზულებები. რით განსხვავდება ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების სტილი მის თანამედროვეთაგან და რა ღირებულებები წარმოადგენდა მწერლის შთაგონების წყაროს?

სტუმარი: ელისაბედ ზარდიაშვილი  – ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი(სატელეფონო ჩართვა).

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: