#სახლისკენ - ნათლისღების დღის იუბილარები
#სახლისკენ - ნათლისღების დღის იუბილარები
  • იუბილარი თეატრი – 30 წლის წინ, ნათლისღების დღეს დაარსებული თეატრი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს და ეპიდემიით გამოწვეულ სირთულეებს ორიგინალური ინიციატივებითა და სტერეოტიპების რღვევით უპირისპირდება. დმანისის თეატრის ანგარიში მაყურებელს;
  •  FM ნავიგატორი – რა მოხდა სინამდვილეში ნორვეგიის მოხუცებულთა სახლებში, როგორ იქცა ამ დაწესებულებების ბენეფიციარი ხანდაზმული ადამიანების გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შესახებ დეზინფორმაციის წყაროდ და ანტივაქსერული მოძრაობის „კოზირად“ საინფორმაციო სააგენტოების მიერ დაშვებული უზუსტობის წყალობით? რა ეტაპზეა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევები, რომლებსაც კომპანია Johnson & Johnson აწარმოებს და რით განსხვავდება მისი მექანიზმი უკვე არსებული ვაქცინების მოქმედებისაგან? რატომ მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის წინაშე აღმოჩნდა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი განაწილების თვალსაზრისით? როგორ მოახერხა კალიფორნიის მცხოვრებმა ადიტია სინგმა ჩიკაგოს აეროპორტში 3 თვე ისე ეცხოვრა, რომ ვერავის შეემჩნია და რითი იმართლა თავი, როცა ბოლოს და ბოლოს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და ბრალად სხვისი საკუთრებით უკანონოდ სარგებლობა წარუდგინა?
  •  19 იანვარი ფეხშიშველი, ექსცენტრიული, უნიკალური ხმის მქონე, ჰიპების, ყვავილებისა და ფსიქოდელიის ეპოქის სიმბოლოდ მიჩნეული კაშკაშა ვარსკვლავის, ჯენის ჯოპლინის დაბადების დღეა. რამდენიმე სიტყვა სცენაზე მხიარული, ოდნავ შეშლილი, ძალიან თამამი გოგოს, პირად ცხოვრებაში კი ჩაკეტილი და მარტოსული არსების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე;
  •  რუბრიკა – „ბიზნესპარტნიორი სახლისკენ“.
  •  მუსიკალური კალენდარი – ვინ გახდა მსოფლიოში პირველი მუსიკოსი, რომლის მოსმენებმაც SPOTIFY-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა? ბითლზის ბოლო ალბომის, ჯორჯ ჰარისონისა და პოლ მაკარტნის პროდიუსერი, არანჟირების ტექნიკის გამომგონებელი, რომელმაც პოპულარული მუსიკის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა სამუდამო პატიმრობაში კორონავირუსით გარდაიცვალა; რატომ ფიქრობდნენ ფანები, რომ ელვის პრესლიმ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა?
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: