#სახლისკენ - „სხვისი“ წერილები და  თეატრი ყველასათვის
#სახლისკენ - „სხვისი“ წერილები და თეატრი ყველასათვის
  •  წერილებით მოყოლილი მამაშვილობის ამბავი – ცნობილი ქართველი ავტორებისა და მათი შვილების პირად მიმოწერაში ასახული მზრუნველობის, პასუხისმგებლობისა და მამაშვილური ურთიერთობის მაგალითები წიგნში „მამები და შვილები“, რომელიც კამპანიის, „კაცები ზრუნავენ“ და გამომცემლობა არტანუჯის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა;
  •  FM ნავიგატორი – რომელი მწარმოებლის ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრების ჩასატარებლად? რამდენად ეფექტური იქნება უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი კორონა ვირუსის მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ახალი შტამების წინააღმდეგ საბრძოლველად? რის საფუძველზე დაასკვნეს მეცნიერებმა, რომ 2020 წელს დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ბრუნავდა და რა საჭიროა ე.წ. ატომური საათი? რას „ვერ იყოფენ“ ელონ მასკი და მარკ ცუკერბერგი, ანუ ორი გიგანტის კონფრონტაციის რეტროსპექტივა; რატომ იქცა პოპულარული მუსიკოსი სია საყოველთაო კრიტიკის ობიექტად მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თავის საავტორო ფილმში Music, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პერსონაჟის როლის შესრულება მადი ზიგლერს მიანდო?
  •  ახალი სახლი ძველი თეატრისათვის – სამაჩაბლოს თეატრში, რომელიც 150 წლის იუბილეს აღნიშნავს, საკუთარი შენობის უქონლობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად შემოქმედებითი პროცესი 30 წლის მანძილზე არ შეწყვეტილა. ამ დღეებში შედგება თეატრის ახალი შენობის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დევნილ დასის შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად რამდენიმე სცენას, სხვადასხვა სივრცესა და დამხმარე სათავსოებს აერთიანებს;
  •  მუსიკალური კალენდარი – გასულ წელს აშშ-ში ყველაზე მეტ ეგზემპლარად გაყიდული და ხშირად მოსმენილი მუსიკალური ალბომები და კომპოზიციები; მუსიკის სამყაროში მოღვაწე არტისტების უჩვეულო, რთულად წასაკითხი, ან წარმოსათქმელი სახელები და მუსიკოსები, რომლების სახელებსაც ხშირად არასწორად გამოვთქვამთ.
  •  აღმოაჩინე ამერიკა – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილის რუბრიკაში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: