ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე 2018 წლის 24 ივლისის ინტერვიუში ლაპარაკობდა დემოკრატიის განვითარებასა და ეკონომიკური ჩამორჩენაზე საქართველოში, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას არ უხსენებია ნატოსკენ სწრაფვა, ასევე გადაწყვეტილად არაფერი უთქვამს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე არჩევნებამდე სამიოდე თვით ადრე. ივანიშვილის საუბრის ამ და სხვა ასპექტებს პიკის საათში კრიტიკულად მიმოიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი.
სტუმარი : ზვიად ავალიანი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი