პიკის საათი - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ლიტერატურულ და კინობანაკებში მიღებას აცხადებს
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურულ და კინობანაკებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. პროექტი განკუთვნილია 18-და 23 წლამდე სტუდენტებისთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს თანამედროვე ქართულ თუ უცხოურ ლიტერატურაზე, გაეცნოს ლიტერატურული ნაწარმოების კინოსცენარად ადაპტირების სპეციფიკას და შეიძინოს ახალი მეგობრები.
ბანაკების პირველი ეტაპი 8-14 აგვისტოს, ხოლო მეორე, 15-21 აგვისტოსაა დაგეგმილი. პროექტი განხორციელდება საქართველოს მთიან კურორტებზე. თითო ბანაკის ხანგრძლივობაა 7 დღე და 6 ღამე. განაცხადების 20 ივლისამდე მიიღება.
სატელეფონო ჩართვა: თამარ თოფურიძე – პროექტის კოორდინატორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: