პიკის საათი - „პირველი არხი ყოველთვის იქნება იქ, სადაც საზოგადოებაა!“
პიკის საათი - „პირველი არხი ყოველთვის იქნება იქ, სადაც საზოგადოებაა!“

დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი განმარტავს, რომ „პირველი არხი ყოველთვის იქნება იქ, სადაც საზოგადოებაა!“

მართალია, მედიის წარმომადგენლებისაკენ მიმართული აგრესიის ფაქტებს სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით გამოხატულს ვიცნობთ, მაგრამ თინათინ ბერძენიშვილი თვლის, რომ ამჯერად დადგენილი წითელი ხაზები უხეშად გადაიკვეთა.

„პროფესიაში ნამდვილად არსებობს სოლიდარობა, რაც ერთმანეთის სიხარულისა და მწუხარების გაზიარებაში გამოიხატება. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და როგორ ვაგრძელებთ თანაცხოვრებას. ახლა ერთად უნდა დავძლიოთ სიძულვილი, რომელიც ჰაერში ტრიალებს და ვეცადოთ ვიპოვოთ ის, რაც როგორც ერს და როგორც ქვეყანას გვაერთიანებს!“

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: