პიკის საათი - უკეთ, ვიდრე რიოში!
პიკის საათი - უკეთ, ვიდრე რიოში!

„ევრო2020-ის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სანახაობა იყო, რაც აქამდე მინახავს“ – ამბობს ემზარ ზენაიშვილი, რომელიც საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას ადგილზე ესწრებოდა ბაქოში და სანქტ-პეტერბურგში გამართულ თამაშებს.

ემზარ ზენაიშვილი თვლის, რომ ევრო2020 ერთგვარ მაგალითად იქცა ტოკიოსათვის, იმის დასტურად, რომ სპორტული შეჯიბრების მაღალ დონეზე წარმართვა მაყურებლის გარეშეც შესაძლებელია.

23 ივლისიდან, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 11 სპორტული სახეობის 35 ქართველი ოლიმპიელი და 5 სპორტული სახეობის 16 ქართველი პარალიმპიელი იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

სტუმარი: ემზარ ზენაიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი.

წამყვანი: ელენე ბილიხოძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი