„ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება.
– ექიმი ქალები საქართველოში და საზღვარგარეთ (მოკლე ცნობები, ისტორიები, განცხადებები, სამედიცინო საზოგადოებების ანგარიშები და სხვა);
– ქალთა სასწავლო სამედიცინო დაწესებულებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
– ქალების ჩართულობა აკადემიურ/სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში (მედიცინის მიმართულებით);
– სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და ხელმისაწვდომობა ქალებისთვის;
– თემასთან დაკავშირებული სხვა მასალები (სარეკლამო განცხადებები და ა.შ.).
რესპონდენტი: ანა ბაქანიძე – წიგნის ავტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: