პიკის საათი - „ქალები მედიცინაში“
პიკის საათი - „ქალები მედიცინაში“

„ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება.

– ექიმი ქალები საქართველოში და საზღვარგარეთ (მოკლე ცნობები, ისტორიები, განცხადებები, სამედიცინო საზოგადოებების ანგარიშები და სხვა);

– ქალთა სასწავლო სამედიცინო დაწესებულებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

– ქალების ჩართულობა აკადემიურ/სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში (მედიცინის მიმართულებით);

– სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და ხელმისაწვდომობა ქალებისთვის;

– თემასთან დაკავშირებული სხვა მასალები (სარეკლამო განცხადებები და ა.შ.).

რესპონდენტი: ანა ბაქანიძე – წიგნის ავტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: