„პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანება წარმოგიდგენთ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლს მე-19 საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ და ევროპულ მაგალითებზე.
ციკლის პირველი შეხვედრა საზოგადოებრივი საქმიანობის იმ სფეროებს დაეთმო, რომლებშიც მე-19 საუკუნეში ქართველი ქალები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ქალთა თავისუფლების, განათლების, ხმის უფლების მოსაპოვებლად.
სტუმარი: მაკა კვარაცხელია – თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის კურატორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: