უკვე მე-17 წელია, ლიტერატურის მოყვარული საზოგადოებისათვის, უცვლელ დღესასწაულად რჩება ლიტერატურული პრემია „საბა.“ წლევანდელი დაჯილდოების შედეგი ასეთია:
– წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“ და გიორგი მასხარაშვილის „14 კრისტალის თეორია“
– წლის საუკეთესო ესეისტი კა და დოკუმენტური პროზა – სულხან სალაძის „უცნობი ძველი აჭარა“ და ნინო ლომიძის „ვაშლის ბაღები“
– წლის საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძის „დისტოპიესები“
– წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – ნანა ტონია – ევრიპიდეს „ჰეკაბესთვის“ და ლელა დუმბაძე – ვირჯინია ვულფის „ორლანდოსთვის“
– წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილის „ოსტატთან შეხვედრა“
– წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი“
– წლის საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან“
ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს გადაეცა.
ავტორი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: