პიკის საათი - მუცო - ევროპის რჩეული
პიკის საათი - მუცო - ევროპის რჩეული

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის,“ მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპანოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

,,იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ხვდები, რომ  ჟიურისგან დამოუკიდებლად, მთელმა ევროპამ შენს პროექტს მისცა ხმა. 1989 წლიდან მუცოზე ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სოსო ბანძელაძე მუშაობდა, რომელიც ციხის აღდგენის პერსპექტივას ეჭვქვეშ არასოდეს აყენებდა. ამაში ჩვენც დაგვაჯერა, ამდენი ადამიანი შეგვკრა  და ეს შედეგიც დადგა“ – ამბობს ნანა მეფარიშვილი ,,პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში.

ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მიიღეს.

სატელეფონო ჩართვა პარიზიდან: ნანა მეფარიშვილი -ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტის საავტორო ჯგუფის წევრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: